მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში

მსოფლიოს 23-ე საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო – გუშინ, თბილისის დროით 23:00 საათზე მეხიკოში გახსნის ცერემონია გაიმართა და პირველი მატჩიც შედგა. 2010 წლის მსგავსად, გახსნითი მატჩი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის შედგა და გამარჯვებული მასპინძელი გუნდი გამოდგა. მექსიკამ მეტოქეს 2-0 აჯობა. წელს მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებული რაოდენობის გუნდებით ჩატარდება.

პირველად ისტორიაში, ტურნირში 48 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, გაიზარდა ჯამში მატჩების რაოდენობაც და მან 104 შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში მიმდინარეობს. მსოფლიოს უდიდესი საფეხბურთო ფორუმი 39 დღეს გაგრძელდება.