მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ბაკურიანში ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელიც სპეციალურად ჩემპიონატისთვის აშენდა. იოჰან ელიაშმა განაცხადა, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით მასპინძლობს. ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება და მასში 700-მდე სპორტსმენი ასპარეზობს.

მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდ სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება, ორგანიზატორი კი – მთის ტრასების სააგენტო და საქართველოს სათხილამურო ფედერაციაა.