მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დიდველზე სნოუბორდის შერეული ნაკრების პარალელური სლალომის ფინალი მიმდინარეობს, რომელშიც 13 ქვეყნის 34 სპორტსმენი მონაწილეობს. ოფიციალური ვარჯიში მიმდინარეობს სკი კროსის სახეობაში.

წლის მთავარი სპორტული მოვლენა 5 მარტამდე გაგრძელდება, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.