მსოფლიო ჩემპიონატი 2026
ესპანეთის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონია – ესპანეთმა არგენტინა 1:0 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. ესპანელებმა გამარჯვების მოპოვება დამატებით დროში გატანილი გოლის წყალობით შეძლეს. არგენტინამ დამატებითი ტაიმები ათი ფეხბურთელით ითამაშა. შეხვედრის 94-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო, მოედნიდან ენცო ფერნანდესი გააძევეს. გადამწყვეტი მომენტი 106-ე წუთზე დადგა, როდესაც ნიუ-ჯერსის სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ნანატრი გოლი გავიდა. ნიკო უილიამსის გადაცემის შემდეგ, გოლი ფერან ტორესმა გაიტანა და ესპანეთი 1:0 დააწინაურა.
ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფიფა-მ საუკეთესოები გამოავლინა. საუკეთესო ფეხბურთელად ესპანეთის ნაკრების ლიდერი როდრი დასახელდა, საუკეთესო მეკარედ ესპანელი უნაი სიმონი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ერთადერთი გოლი გაუშვა, საუკეთესო ახალგაზრდად კი ესპანელი მცველი პაუ კუბარსი.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, მედიისთვის კომენტარი გააკეთა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ.