მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდელთა შორის რაგბიში პირველ არხზე

12:33, 27.06.2026
20 წლამდელთა შორის რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – საქართველო საერთაშორისო ტურნირს უკვე მეორედ მასპინძლობს. ამჯერად მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას დღეს, 18:00 საათზე ავჭალის სტადიონზე გამართავს და უელსს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლევან ღუდუშაური შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. 

მსგავსი