მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდელთა შორის რაგბიში პირველ არხზე
20-წლამდელთა შორის რაგბიში მსოფლიო თასი დაიწყო. საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში, თითო შეხვედრა უკვე გაიმართა თბილისსა და ქუთაისში. საქართველოს ნაკრების პირველ მატჩამდე კი ზუსტად სამი საათი რჩება. 18:00 საათზე „ბორჯღალოსნები“ ავჭალის სტადიონზე უელსს დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლევან ღუდუშაური თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.