მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა – ესაა ბოლო ოთხი წლის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი. BBC-ის განცხადებით, ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, რაც საწვავის ფასზე ახდენს გავლენას. მედიის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი თითქმის 24%-ით არის მომატებული და ბარელზე 118 დოლარს მიაღწია. მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი სწორედ ჰორმუზის სრუტით გავლით ხორციელდება.
კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანმა სრუტე ჩაკეტა, რამაც მთელ მსოფლიოში მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის ფასების ზრდის რისკი შექმნა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა თავისით გამოსწორდება და ეს გლობალური უსაფრთხოებისთვის მცირე ფასია.