ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა – სროლა სოხუმის ცენტრში მდებარე კაფე „ბისკვიტში“ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამი ადამიანი საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გადაიყვანეს, თუმცა, დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც ე.წ. შსს-ში აცხადებენ, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მისი ვინაობის დადგენა და დაკავება საბოლოოდ მოხერხდა.