მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა

 ვარკეთილში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა. მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისით სარგებლობა უახლოეს მომავალში შეეძლებათ. მრავალფუნქციურ ცენტრში ფუნქციონირებს საცურაო აუზები, ასევე ფიტნესის, კალათბურთისა და ტანვარჯიშის დარბაზები.

მსურველები ვარჯიშსს სხვა სპორტულ სახეობებშიც შეძლებენ. სპორტული აქტივობების გარდა, მსურველებს ცენტრში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარიც დახვდებათ.

მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა გახსნეს. ღონისძიების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ სხვადასხვა თემაზე ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.

მაკა არჩევნიშვილი დეტალებით.