მოწმე: ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს 2004 წლის 24 ნოემბერს იარაღი არ ჰქონიათ

ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს 2004 წლის 24 ნოემბერს იარაღი არ ჰქონიათ,- განცხადება ამის შესახებ სასამართლოზე კიდევ ერთმა მოწმემ გააკეთა.

საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი პროკურატურის მოწმეა. შემთხვევის ადგილზე ის მომხდარიდან მალევე მივიდა.

მოწმის ჩვენება მიუღებელია დაცვის მხარისთვის. გარდაცვლილის მამამ სოსო რობაქიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მარიამ ქურდიანი თემის დეტალებით.