მოსწავლის მკვლელობა

შემზარავი შემთხვევა 51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად დაღუპულია 16 წლის მოზარდი, ამავე ასაკის მეორე ახალგაზრდა კი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენას ამ წუთებშიც ცდილობენ. ფაქტს ჰყავს თვითმხილველები. მათ მონაყოლზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ჯგუფურ დაპირისპირებაში ოცდაათამდე არასრულწლოვანი მონაწილეობდა. ჯერ ისიც უცნობია, დააკავა თუ არა ვინმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე სასწავლო საათებში მომხდარ ფაქტზე.

გიორგი კობერიძე შემთხვევის ადგილზე მუშაობდა.