მოსკოვში მრავალსართულიან სახლს დრონი შეეჯახა
კრემლში შეშფოთებული არიან ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულებისა და შესაძლო თავდასხმის გამო, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, – ნათქვამია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვის ანგარიშში, რომელსაც CNN-ისა და Financial Times-ის ჟურნალისტები გაეცნენ.
მონაცემების მიხედვით, უკვე გაძლიერდა პუტინის დაცვა. კერძოდ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გაამკაცრა შემოწმებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შეზღუდა პუტინის გადაადგილება და, ფაქტობრივად, გადაიყვანა იგი დაცული ბუნკერებიდან მუშაობის რეჟიმზე. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი აღარ ჩადის მოსკოვის ოლქსა და ვალდაიში მდებარე რეზიდენციებში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში მრავალსართულიან სახლს დრონი შეეჯახა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.