ალექსანდრე კობაიძემ პარლამენტს მიმართა

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოსმენების კანონის მიღების პროცესის შეჩერების თხოვნით მიმართა. ალექსანდრე კობაიძემ თავის თანამოაზრეებთან ერთად მომზადებული წერილი საქართველოს პარლამენტში დღეს შეიტანა. მისი თქმით, ეს კანონპროექტი სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრინციპებს ეწინააღმდეგება.