მოსამართლეთა შერჩევის პროცესი

მოსამართლეთა კონფერენციაზე, რომელიც დილიდან მიმდინარეობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი შეფასდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ამ პროცესის თაობაზე ეუთო ოდირისა და ევროსაბჭოს განცხადებებსა და დასკვნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ კრიტიკას არ იზიარებს.

სასამართლოში კლანის არსებობის აბსურდულობაზე მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებულ 20-კანდიდატიან სიას დადებითად აფასებს.