მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 80-დან რვა მონაწილემ გადალახა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დღეს დაიწყო. 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში ხუთმა, ხოლო სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში, სამმა გამოსაცდელმა გადალახა.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ელექტრონულმა სისტემამ თითოეული მონაწილისთვის საგამოცდო ტესტი ინდივიდუალურად შეადგინა. რაც შეეხება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს, წერითი გამოცდა 15 ივნისს ჩატარდება. წერით გამოცდამდე კი, ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს მიმართოს.