მოსამართლეთა სადავო სია

12:04, 29.12.2018

მოხდება თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების განახლებული სიის წარდგენა და ვინ შეიძლება დასახელდეს კანდიდატად, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის თავმჯდომარის ხანმოკლე შეხვედრაზე ძირითადი საკითხი სწორედ ის სია იყო, რომელიც საბჭომ წარადგინა, თუმცა, მასზე მსჯელობა პარლამენტმა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო.

ირაკლი კობახიძის ცნობით, საბჭოს მხრიდან კანდიდატურების წარდგენამდე, შერჩევის კრიტერიუმებზე უნდა იმსჯელონ. თუმცა, ამ ეტაპზე წარდგენილი სიის შეცვლაზე საუბარი არ არის.

 

მსგავსი