მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია იწყება

ამ წუთებში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია იწყება. მთავარი განსახილველი საკითხი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებული მოვლენებია. ღონისძიების დაწყებამდე განცხადებები გაკეთდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე.

გიორგი კობერიძე გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში – რა პოზიცია დააფიქსირეს მოსამართლეებმა და რა მიზნით ტარდება დღეს რიგგარეშე კონფერენცია.