მოსამართლეთა კონფერენცია

15:05, 25.10.2025

იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი ჰყავს. მოსამართლეთა რიგით 36-ე კონფერენციაზე, საბჭოს მოსამართლე წევრი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ის უზენაესი სასამართლოს მოქმედი წევრი, არჩილ კოჭლამაზაშვილია, რომელიც თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს. კონფერენციაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი დასახელდა და მან 295 დელეგატის მხარდაჭერა მიიღო. ახალი წევრის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც საბჭოს ერთი წევრი, ლევან ნემსაძე უზენაესს სასამართლოში გადავიდა.

ხატია ჯამალაშვილს ჩავრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში.

მსგავსი