მოსამართლეთა კონფერენცია
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე, 36-ე კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგით განსაზღვრულ ორ საკითხს განიხილავენ. მათ შორის ერთ-ერთი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევას გულისხმობს. კონფერენციას 300-მდე მოსამართლე ესწრება. უკვე დაკომპლექტდა ხმის დამთვლელი კომისია, რომელიც ხუთი მოსამართლისგან შედგება. სწორედ ამ კომისიამ უნდა დაითვალოს ღია კენჭისყრის შედეგად მიცემული ხმები, რომლის მიხედვითაც, საბჭოს მოსამართლე წევრი შეირჩევა. კონფერენციაზე კანდიდატის დასახელება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.