მოსამართლეთა კონფერენცია
ლევან მიქაბერიძე 290 ხმით იუსტიციის მოსამართლე-წევრის ადგილზე აირჩიეს – იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე რიგით 34-ე კონფერენცია საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. კონფერენციაზე სამი საკითხი – 34-ე რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა და საარჩევნო ბიულეტენებისა და ოქმების ნიმუშები განიხილეს.
იუსტიციის სკოლის ეზოში, რუსთაველის გამზირზე აქციების მიმდინარეობის დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები, მშობლები და მეგობრები შეიკრიბნენ. მათ მოსამართლეთა ნაწილის გადაწყვეტილებები გააპროტესტეს, რომლებიც, მათი აზრით, უსამართლოა. კონფერენციის შემდეგ, მოსამართლეებმა კომენტარი სანქციების თემაზეც გააკეთეს.
ხატია ჯამალაშვილის რეპორტაჟი.