მოსამართლეთა კონფერენცია

12:06, 03.05.2025

ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე რიგით 34-ე კონფერენცია იწყება, სადაც დღის წესრიგით სამი საკითხის განხილვაა განსაზღვრული. მათ შორის ერთ-ერთი თემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევას გულისხმობს.

პარალელურად, იუსტიციის სკოლასთან შეკრებილები არიან აქციების მიმდინარეობის დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები, მშობლები და მეგობრები. მათი განცხადებით, დღევანდელ კონფერენციას ესწრებიან მოსამართლეთა ნაწილი, რომლებიც უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებენ.

მსგავსი