მოსამართლეთა ერთობლივი მიმართვა

მოსამართლეები სასამართლოს დასაცავად ერთიანდებიან – პროტესტი და მიმართვა პოლიტიკოსთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს. სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროეცესები და სია, რომელმაც განსაკუთრებული კრიტიკა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია – რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.

კონფერენციის თითქმის ყველა მონაწილემ ბოლო პერიოდში სასამართლოს მისამართით გაკეთებული შეფასებები მათ დისკრედიტაციად შეაფასა. მოსამართლეების კრიტიკის მთავარ ადრესატებს შორის იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებიც. ხმაური და მწვავე რეპლიკები მოჰყვა ნაზი ჯანეზაშვილის სიტყვით გამოსვლას. სამსაათიანი სხდომის დეტალებს გიორგი კობერიძე გაგვაცნობს.