მოსამართლეობის მსურველთა სია

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მსურველთა სიას ორ თვეში წარადგენს. დეპუტატებს 20 კანდიდატურის განხილვა მოუწევთ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კანდიდატად დარეგისტრირებული 139 აპლიკანტიდან 5 სამუშაო დღეში, 50 მსურველი შეირჩევა, რომლებიც გასაუბრებაზე დაიშვებიან. შემდეგ კი, ფარული კენჭისყრით, 20 კანდიდატის გამოვლენა მოხდება.