მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. დღეს ათ კანდიდატს მოუსმენენ. მათ შორის არიან, როგორც გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეები, ასევე საბჭოს მოქმედი წევრები და უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 80 კანდიდატს, რამდენიმე დღის განმავლობაში გაესაუბრება.

ამ დროისთვის გასაუბრება უკვე 35 -მა კანდიდატმა გაიარა. რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, პროცესი კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ დაიწყება. გასაუბრების პროცესი იუსტიციის საბჭოში დღეს დაიწყო.