მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვა

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებს, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა, პარლამენტი გასაჩივრების უფლების ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მოუსმენს. მას შემდეგ, რაც საბჭო დოკუმენტაციას პარლამენტს გაუგზავნის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანდიდატებთან ხანგრძლივი გასაუბრების პროცესი დაიწყება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პროცესს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა არ ექნება. ოპოზიციის წევრების თქმით, მოსამართლეები მას შემდეგ უნდა დაინიშნონ, რაც შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო რეფორმები განხორციელდება.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია საკითხის პოლიტიზებას ცდილობს და პროცესის შეჩერების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს.