მოსამართლეობის კანდიდატების სია პარლამენტში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი წარედგინა პარლამენტს. საკითხი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. მათი მოსმენა და საკითხის განხილვა იურიდიულ კომიტეტში დაიწყება.

ოპოზიცია კვლავ ითხოვს, რომ პროცესი შეჩერდეს და პარლამენტმა არ დანიშნოს ეს მოსამართლეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სანქციები გარდაუვალი იქნება. ბრალდებებზე საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ისინი ასრულებენ შარლ მიშელის შეთანხმებას, შერჩევის პროცესი დაპაუზებული იყო და მხოლოდ კანონში ამოქმედებული ახალი წესების შემდეგ განახლდა.