მოსამართლეების შერჩევის საკითხი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს ითვალისწინებს. კომიტეტის სხდომას პარლამენტში დარეგისტრირებული კიდევ ორი კანონპროექტის ავტორები – „ევროპული საქართველოს“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ესწრებიან.

მათი განცხადებით, უმრავლესობის კანონპროექტი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. სხდომას არასამთავრობოები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ქეთი ქაშაკაშვილი დეტალებით.