მორიგი თავდასხმა იერუსალიმში

მორიგი თავდასხმა იერუსალიმში, დაშავებულია ორი ადამიანი. მათი მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 13 წლის მოზარდმა გახსნა, რომელიც უკვე დაკავებულია. გუშინ საღამოს აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან მომხდარი სროლის შედეგად შვიდი ადამიანი მოკლეს, დაშავებულია კიდევ სამი პირი.

თავდამსხმელი იერუსალიმში მცხოვრები პალესტინელია, რომელიც შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველმა მოკლა. ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს. თავდასხმამდე ერთი დღით ადრე კი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის მიერ ჯიჰადისტების წინააღმდეგ განხორციელებული რეიდისას, ცხრა ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 61 წლის პალესტინელი ქალი.

სინაგოგაზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო შეერთებულმა შტატებმაც. აღსანიშნავია, რომ პარასკევს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღე აღინიშნებოდა.