მომღერალი ირაკლი ნოზაძე გამოძიების შეკითხვებს პასუხობს

მომღერალი ირაკლი ნოზაძე გამოძიების შეკითხვებს პასუხობს. დაკითხვა ღუდუშაურის საავადმყოფოში დაახლობით ერთი საათია მიმდინარეობს. ეს მისი პირველი სრული ჩვენებაა მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

შეგახსნებთ, მომღერალს საკუთარ სახლთან ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 ახალგაზრდა ქალი დააკავა. ერთს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.