მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

18:11, 27.08.2026

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა, – ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. უწყების ცნობით, დრონები სხვადასხვა დროს კვეთდნენ საზღვარს უკრაინიდან მოლდოვისკენ და ისევ უკან, უკრაინისკენ ბრუნდებოდნენ ან რადარებიდან ქრებოდნენ.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში უნებართვო შეჭრის ფაქტები, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგია.

მსგავსი