მოლდოვის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

15:15, 26.04.2022

დნესტრისპირეთში გამთენიისას ორი აფეთქების ხმა გაისმა. თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება დილის 06:40-სა და 07:05 საათზე მოხდა. განადგურებულია ერთი და 0,5 მეგავატის მქონე სიმძლავრის ანტენები. კომპლექსი სოფელ მაიაკში, გრიგორი-ოპოლის რაიონში და უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 10 კმ.ზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს. როგორც მედია წერს, ეს სტრატეგიული ობიექტი აშენდა საბჭოთა კავშირის დროს და მოკლე ტალღური რადიო სიხშირის გადაცემისთვის გამოიყენებოდა. მედიის ცნობით, აღნიშნული გადამცემები რუსული რადიოს გადასაცემად გამოიყენებოდა.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, დნესტრისპირეთში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

მსგავსი