მოლდოვას უმაღლესი პირების განცხადებები - შეფასება

სუვერენიტეტი ევროკავშირში წევრობის სანაცვლოდ – მოლდოვაში გაკეთებული განცხადებები დღეს პოლიტიკური შეფასებების თემა იყო თბილისში. მმართველ გუნდში ამ შემთხვევაშიც გარე აქტორების გავლენებზე მიუთითებენ.

პრეზიდენტის შემდეგ, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ როგორც მოქალაქე, ის რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა და როგორც პრემიერ-მინისტრი, ვალდებულია, შეასრულოს მოლდოველი ამომრჩევლის ნება. როგორც ქვეყნის მთავრობის მეთაური, ის აპირებს, მიჰყვეს მოქალაქეთა უმრავლესობის სურვილს, რომლებმაც ხმა მისცეს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე მოლდოვისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ქვეყნის უსაფრთხოებაა.

რამდენიმე დღის წინ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.