მოლდოვას რუმინეთთან გაერთიანების საკითხი - რუმინეთის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადება
რუმინეთი მზადაა, მოლდოვასთან გაერთიანების საკითხი სერიოზულად განიხილოს, – აცხადებს რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველი. ევგენ ტომაკმა ინტერვიუში თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე მზაობა 2018 წლის 27 მარტს გამოაცხადა. მისივე განცხადებით, ეს არის რუმინეთის მთავრობის პოზიცია და ის არ შეცვლილა. რუმინეთი მზადაა, ნებისმიერ დროს დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და სერიოზულად განიხილოს ეს სცენარი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა ამას ვარიანტად მიიჩნევს. მათი უფლებაა, გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველმა.
მისივე თქმით, რუმინეთისა და მოლდოვის საერთო მიზანია, ყველა საჭირო საშუალებით მხარი დაუჭირონ მოლდოვის ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.
შეგახსენებთ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.