მოლდოვა სანქციებს მიუერთდება

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიუერთდება. ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.

საპასუხო განცხადება გააკეთეს მოსკოვში. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მოლდოვას ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა. მისი თქმით, მოლდოვის ხელისუფლება ქვეყნის რუმინეთთან მიერთებას აპირებს. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი კიშინიოვს აფრთხილებს, გაითვალისწინოს, რომ დნესტრისპირეთში რუსეთის 200 ათასი მოქალაქე ცხოვრობს.

მოლდოვის მიმართ მოსკოვის მუქარას კიევში გამოეხმაურნენ. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რუსეთს სხვა სახელმწიფოების მიმართ მუქარის გარდა, გამოსავალი აღარ რჩება, რაც მოსკოვის სისუსტეზე მიუთითებს.