მოლაპარაკების მომდევნო რაუნდის მოლოდინში

მსოფლიოს ყურადღება საუდის არაბეთისკენ არის მიმართული – უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 11 მარტს გაიმართება. ეს 28 თებერვალს თეთრ სახლში ხმაურიანი შეკრების შემდეგ დელეგაციების პირველი შეხვედრა იქნება. ცოტა ხნის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დელეგაციის შემადგენლობაც დაასახელა. საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი.

მედიისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ამერიკულ დელეგაციას. პარალელურად, კი რუსეთი უკრაინაზე სარაკეტო შეტევას აგრძელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში განხორციელებულ თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა.

თაკო მუშკუდიანის რეპორტაჟი.