მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის მოლოდინში
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ახლოვდება – შეხვედრა 2 ივნისს სტამბოლში გაიმართება. პროგრესის მოლოდინი არცთუ ისე მაღალია – განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი აქტიურად აგრძელებს უკრაინის დაბომბვას. ამის გამო უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა დონალდ ტრამპმაც.
პარალელურად, ამერიკელი სენატორები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის განხილვას გეგმავენ. კანონპროექტის ავტორი სენატორების თქმით, 500%-იანი ტარიფები დაწესდება იმპორტზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობს ან გაზს ყიდულობენ. კანონპროექტს სენატში ამჟამად 82 მომხრე ჰყავს.