უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმება, შესაძლოა, დღეს გაფორმდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ხელშეკრულება ჯერ მზად არ არის, თუმცა უკრაინის მთავრობასთან ახლოს მყოფმა წყარომ განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა „დიდი როლი“ შეასრულა ხელშეკრულების პირობების კოორდინაციაში, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტისა და სხვა უკრაინელი ოფიციალური პირების ნდობა გააძლიერა.