რამდენიმე წლის შემდეგ პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელმაც ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებთან ერთად, კრემლის განწყობა უნდა შეაფასოს, – თუ რამდენად არის მზად უკრაინაში ომის დასასრულებლად, – საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში შედგა. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით გამართულ მოლაპარაკებებზე, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, შეთანხმდნენ ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაზე, ასევე მაღალი დონის გუნდების დაკომპლექტებაზე, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად იმუშავებენ და მომზადდება საფუძველი თანამშრომლობისთვის ორმხრივი გეოპოლიტიკური ინტერესების საკითხებში. შეხვედრის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა.