მოლაპარაკებები პაკისტანში
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დღეს პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრებიან, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა. ქეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს ირანელები დაუკავშირდნენ და პირადი საუბარი მოითხოვეს. როგორც ირკვევა, შუამავლის როლს ისევ პაკისტანელები შეასრულებენ.