მოლაპარაკებები ომანში

18:13, 11.07.2026

აშშ-სა და ირანს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის აღმოსაფხვრელად, დღეს ომანში მოლაპარაკებები გაიმართება. BBC-ს ცნობით, ამერიკულ დელეგაციას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებენ, მოლაპარაკებებზე დასასწრებად ომანში ჩავიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც, რომელიც მედიატორებს ხვდება. ვაშინგტონის სურვილია, ირანმა საჯაროდ განაცხადოს, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა და დადოს პირობა, რომ შეწყვეტს კომერციული ხომალდებისთვის ცეცხლის გახსნას.

ამასთან, „აქსიოსი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მა ირანს 24 საათი მისცა, რათა ჰორმუზის სრუტეში თავდასხმებზე საჯაროდ თქვას უარი. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს გაფრთხილება ირანულ მხარეს პირდაპირი და რეგიონული შუამავლების მეშვეობით გადაეცა.

მსგავსი