მოლაპარაკებები ისლამაბადში
დღეს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ირანის დელეგაცია, პარლამენტის სპიკერისა და საგარეო მინისტრ აბას არაღჩის მეთაურობით უკვე ადგილზეა. შტატების წარმომადგენლობას კი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს, ის ისლამაბადში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა. მასთან ერთად შეერთებული შტატების დელეგაციაში არიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები – სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
როგორც მედია წერს, შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე საკვანძო საკითხს შეეხება – მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამას, „ჰორმუზის სრუტეს“, საერთაშორისო სანქციებსა და ლიბანის კონფლიქტს.