მოლაპარაკებები ისლამაბადში
პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. აშშ-ის დელეგაციას ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს, მასთან ერთად არიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები – სტივ უიტქოფი და ჯარედ კუშნერიც. ირანის დელეგაციას კი პარლამენტის სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მეთაურობენ. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შარიფის ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მოლაპარაკებები რეგიონში მდგრადი მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.