მოლაპარაკებები ჟენევაში – ევროპა ტრამპის სამშვიდობო გეგმის წინააღმდეგ
დაასრულებს თუ არა რუსეთ-უკრაინის ომს ტრამპის ახალი გეგმა – ამერიკული პროექტი მსოფლიო დღის წესრიგის მთავარი თემაა.
ჟენევაში ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის გამართული გუშინდელი შეხვედრების შემდეგ 28-პუნქტიან გეგმაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ევროპელი ლიდერები, რომლებიც მოლაპარაკებებში ჩართულები არ არიან, გეგმის კორექტირებით კმაყოფილები არიან. მთავარ სადავო თემებად სახელდება უკრაინის სამი რეგიონის დე-ფაქტოდ რუსეთად აღიარების საკითხი, ნატოში წევრობის გამორიცხვა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება. შეთანხმდნენ, რომ სადავო საკითხები პრეზიდენტების დონეზე უნდა განიხილონ. თავის მხრივ აშშ-ს ალტერნატიულ ვერსიას სთავაზობს ევროპა. ევროპელი ლიდერების გეგმიდან ტერიტორიების და ნატოში არ გაწევრიანების, ასევე კიდევ რამდენიმე პუნქტი სხვანაირად არის ფორმულირებული. ოფიციალური მოსკოვი ტრამპის გეგმის მიმართ დადებითად და ოპტიმისტურადაა განწყობილი, გასხვავებით ევროკავშირის მიერ შეთავაზებული პროექტისგან, რომელსაც მიუღებლად აცხადებს.
რა პერსპექტივა აქვს რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ახალ ამერიკულ გეგმას და რჩება თუ არა შეთანხმების 27 ნოემბრისთვის ხელმოწერის გეგმა ძალაში – ქეთი ჩოხელი სამშვიდობო პროცესის გადამწყვეტი ეტაპის შესახებ.