მოლაპარაკებები აშშ-სა და ირანს შორის 

12:20, 28.09.2026

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებას ელოდება. მისი თქმით, ირანს შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა, თეირანის მიერ შეთავაზებული პირობები ვაშინგტონისთვის მიუღებელია. ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე დარტყმების განახლებას ის „ყოველთვის განიხილავს“. მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა ირანის სამშვიდობო წინადადება უარყო, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას, ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლებას, – სანაცვლოდ კი ამერიკული მხარისგან სანქციების გაუქმებასა და საზღვაო ბლოკადის მოხსნას ითვალისწინებდა. მხარეები ძირითად საკითხებზე კვლავ ვერ თანხმდებიან – ირანი ჰორმუზის სრუტესა და საზღვაო ბლოკადის მოხსნაზე აკეთებს აქცენტს, აშშ კი ირანისგან ბირთვულ საკითხზე დათმობებს ითხოვს. დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ აშშ ირანთან კონფლიქტში „ძალიან მალე“ გაიმარჯვებს.

 

მსგავსი