მოლაპარაკებები აშშ-ირანს შორის
„აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლებმა პროგრესს მიაღწიეს და ომის დასრულების ჩარჩო-შეთანხმების მიღწევას მიუახლოვდნენ,“ – ამის შესახებ „აქსიოსს“ ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა. შტატების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდი – ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, თეთრი სახლის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უფროსი მრჩეველი ჯარედ კუშნერი, ირანელებთან და შუამავლებთან სატელეფონო ზარებს ახორციელებდნენ და წინადადებებს ცვლიან. პროგრესი დაადასტურა მეორე ოფიციალურმა პირმაც. პირისპირ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოწურვამდე გაიმართება.