მოძრაობა „გაბედეს“ წევრების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „გაბედეს“ ხუთი წევრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყება მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება. რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე აქციაზე მოძრაობა „გაბედეს“ ექვსი წევრი დააკავეს.

აქტივისტები შენობისთვის ბოქლომის დადებას გეგმავდნენ, ასევე გადადიოდნენ „ზებრა“ გადასასვლელზე და აფერხებდნენ მოძრაობას, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. პროცესის დაწყებამდე „გაბედეს“ წევრებმა სასამართლოს ეზოში პერფორმანსი მოაწყეს.