მოდის კვირეული გრძელდება

ნიუ იორკში მოდის კვირეული გრძელდება. მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების ჩვენებებს აწყობენ. ერთ-ერთი ჩვენება ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ გახსნა, რომელიც ამ სფეროში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კვირეული 12 სექტემბრამდე გასტანს და მასში მონაწილეობას ამერიკული მოდის სახლები მიიღებენ. ნიუ-იორკის შემდეგ, ჩვენებები უკვე ლონდონსა და მილანში გაიმართება.

მარიკა შალიკაშვილის რეპორტაჟი.