მოჭიდავეთა ნაკრები 2019 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლს ასრულებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 2019 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლს ასრულებს. გუნდი დუშეთში საწვრთნელ შეკრებაზეა, შეჯიბრებაზე გამგზავრებამდე ექვსი დღით ადრე კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ევროხალიჩაზე წამსვლელი შემადგენლობა დაასახელა.

ნაკრების განაცხადი საქართველოს ჩემპიონატზე გამოიკვეთა. მას შემდეგ იანტბელიძის გუნდმა ბაკურიანისა და ბორჯომის შეკრებები გაიარა და საფრანგეთისა და ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზა. ევროპის 2019 წლის ჩემპიონატს 8-14 აპრილს ბუქარესტი უმასპინძლებს. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედლები 9 და 10 აპრილს გათამაშდება.