მმართველი გუნდის პოზიცია

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით სპეკულაციები უადგილოა, – აცხადებენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის. რაც შეეხება სხდომებზე დასწრებას, მას მანამდეც ჰქონდა პროცესზე ონლაინჩართვის შესაძლებლობა, რაზეც უარი თქვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპონენტებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია შესაბამის საპასუხო ზომებს მიიღებს.