მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება

სამდღიანი ძებნის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე პირიც დაკავებულია. არასრულწლოვანი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახმაურებულ საქმეზე დღეს კიდევ სამი პირი აიყვანა. გამოძიება მათ პირველ დეკემბერს მომხდარი დანაშაულის დამალვას ედავება.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი იმ ორი არასრულწლოვნის მშობელია, რომელთა მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ახლაც მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დღის ბოლოს თქვა, რომ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ყველა პირი დადგენილია.